მერაბ შათირიშვილი:-"-"თუ კვიციანი ვიღაცას უნდა რომ ჩაკეტილი იყოს 2016 წლის არჩევნებზე, იქნება ჩაკეტილი"

მერაბ შათირიშვილი:-"-"თუ კვიციანი ვიღაცას უნდა რომ ჩაკეტილი იყოს 2016 წლის არჩევნებზე, იქნება ჩაკეტილი"

   მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი ემზარ კვიციანისთვის 12 წელის მისჯას ეხმიანებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოში სამართლიანობის ბალანსი დარღვეულია.

 

   -"ამ ბოლო პერიოდში საინტერესო მოვლენების წინაშე აღმოვჩნდით. კაცი, რომელმაც ავად თუ კარგად შეინარჩუნა კოდორის ხეობა, 12 წელი მიუსაჯეს. ვფიქრობ, კვიციანი  ევროატლანტიკური წნეხის  მსხვერპლია. ერთის მხრივ გვაქვს საქმე დანაშაულებრივი რეჟიმის წევრებთან და მეორეს მხრივ კოდორის შემნარჩუნებელ კაცთან და აშკარად ვხედავთ, როგორ ირღვევა სამართლიანობის ბალანსი. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს და ეს თამაში ცუდად დამთავრდება არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ კოდორში ოქრუაშვილი რუსების ბლოკპოსტის გავლით შევიდა და ყოველგვარი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა წინა ხელისუფლებამ ეს მხარე რუსეთს. ანალოგიური გაკეთდა სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. ნონსესია, როცა ახალი მთავრობა იმ ხელისუფლებას, რომელმაც რუსეთს კოჭი გაუგორა, თავზე ხელს უსვამს.

შათირიშვილის თქმით, კვიციანი მეგობრობს ნინო ბურჯანაძის პარტიასთან და შესაძლებელია ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა სასჯელის ზომაზე.

   -"თუ კვიციანი ვიღაცას უნდა რომ ჩაკეტილი იყოს 2016 წლის არჩევნებზე, იქნება ჩაკეტილი"-ამბობს მერაბ შათირიშვილი.

   შათირიშვილის თქმით, დღეს ქვეყანა იმართება გარედან და ეს ტრაგედიაა.

 

   

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: