ლევან ჩაჩუამ დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია
როგორც გოგლა ჟვანია აცხადებს, ლევან ჩაჩუამ დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია. გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ჩაჩუას გირაოთი განთავისუფლებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
"ლევან ჩაჩუას პატიმრობა ჩემთვის მეორეხარისხოვანი საკითხია. ჩემთვის მთავარია მოხდეს ზურას საქმის გამოძიება და დასრულება. რაც შეეხება ჩაჩუას, ეს საქმე იყო გამოყოფილი ძირითადი საქმიდან და მის გათავისუფლებას ჩემთვის პირადად, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მან ასეე აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოჯახი შედეგს უახლოეს მომავალში ელოდება.
"ექსპერტიზა სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, ხოლო იმ ნაწილში რაც ჩაჩუამ გააკეთა, მან დასკვნა ისე დაწერა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია"- აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.