ე.წ გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა
ე.წ გასაღებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეკრება პარლამენტში გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ისევ დაპირისპირების მხარედ რჩება და ფარულ მოსმენების გასაღებზე უარის თქმას არ აპირებს. ამ დროისთვის წარდგენი სამი კანონპროეტიდან ერთ-ერთი დეპუტატებს გედევან ფოფხაძეს, ეკა ბესელიასა და ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის. მეორე- ვახტანგ ხმალაძეს, ხოლო მესამე პროექტი არასამთავრო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებაა.
როგორც ცნობილია შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა.