კახა ბენდუქიძის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ცხედარს ლონდონიდან დღეს ჩამოასვენებენ, მას მშობლების სახლში დაასვენებენ.
სამოქალაქო პანაშვიდი "თავისუფალ უნივერსიტეტში" შაბათს, 22 ნოემბერს გაიმართება,
22 ნოემბერსვე კახა ბენდუქიძეს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.