მე დავტოვებ სამსახურს, რომელიც მომავალშიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეგავლენისგან
შეუძლებელია გვერდი აუაროთ ისეთ ასკითხებს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ფინანსურ დარღვევებს ეხება. ვალდებული ვარ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. არ უნდა ვიყო პოლიტიკური პარტიის წევრი. აღნიშნული განცხადება, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გააკეთა.
"შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთ საკითხებს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ფინანსურ დარღვევებს ეხება. მე კანონით ვალდებული, ვარ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, არ უნდა ვიყო პოლიტიკური პარტიის წევრი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ უნდა მოხვდეს არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ზემოქმედების ქვეშ. ეს არის ამ სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპი. მე დავტოვებ სამსახურს, რომელიც მომავალშიც თავისუფალი იქნება ყველანაირი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ეს არის ჩემი მიზანი და ეს განხორციელდება", - განაცხადა ლაშა თორდიამ "ქრონიკის" ეთერში.