სანდრო ბრეგაძე: მემუქრებიან, პატრიარქის და ეკლესიის დაცვა როგორ გაბედეო!

სანდრო ბრეგაძე: მემუქრებიან, პატრიარქის და ეკლესიის დაცვა როგორ გაბედეო!

  რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძის ფოტოები, კომენტარით: "მინისტრის მოადგილე და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი სანდრო ბრეგაძე გვიან ღამით "იდენტობის" ოფისის ასასვლელთან იქნა შემჩნეული".აღნიშნულ კომენტარს ბრეგაძე facbook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

  "პატრიარქის და ეკლესიის დაცვა როგორ გაბედეო, გაგანადგურებთო, ისეთ რაღაცეებს დაგაბრალებთ, გულს გაგიხეთქავთო, დიდ ფულს დავხარჯავთ, ოღონდ შენ მოგიცილოთ თავიდანო. მუქარებს მითვლიან. დღედაღამ მითვალთვალებენ, ფოტოებს მიღებენ, პროვოცირებას ცდილობენ. იქ, სადაც ეს ფოტოებია გადაღებული, საერთოდ არ ყოფილა "იდენტობის" ოფისი. "იდენტობაც" არაფერ შუაშია, ნაცები აკეთებენ ამას ყველაფერს. ნებისმიერი ხერხით ჩემი მოცილება უნდათ, ისმის კითხვა - რატომ?? მე ვიცი, რატომაც!!
P.S.ამ ფოტოზე ჩემს შვილს ველოდები, რომელიც კლასელის დაბადების დღეზე იყო და სახლში უნდა წამეყვანა!" - დაწერა ბრეგაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: