მოსმენებზე წვდომის გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს
როგორც " თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკურ პარტიასთან კონსულტაციას გამართავენ.
მისი თქმით, პროექტს, სადაც ფარულ მოსმენებზე წვდომის ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს არ დაუჭერენ.
"ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს ორგასაღებიანი სისტემა, სადაც ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო ის, თუ ვის ხელში იქნება მეორე გასაღები, ამ თემაზე კონსულტაციებს კოლეგებთან მომავალ კვირას გავმართავთ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.