ნანა კაკაბაძე: ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი განაჩენი საზოგადოებისთვის მიუღებელია!

ნანა კაკაბაძე: ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი განაჩენი  საზოგადოებისთვის მიუღებელია!

   "ემზარ კვიციანისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღბელია ყველა ქართველისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემზარ კვიციანს შელახული ღირსება აღვუდგინოთ". განცხადება ამის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები- ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ რეპორტიორის პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

 

  კაკაბაძე აცხადებს, რომ ემზარ კვიციანისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის საკითხზე ხელისუფლებამ საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.

 

"აგვიხსნან, რამ განაპირობა ემზარ კვიციანისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხომ არ ხორციელდებოდა ზეწოლა ქვეყნის გარედან?"- აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
"გადაწყვეტილების მიღებისას თუ არ ხორციელდებოდა ზეწოლა გარე ძალებისგან, მაშინ ის აგვიხსნან, რამ განაპირობა ამ განაჩენის გამოტანა.
გამოტანილი განაჩენი მიუღებელია საზოგადოებისთვის, ყველა ქართველისთვის,   ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემზარ კვიციანს შელახული ღირსება აღვუდგინოთ!"-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: