გიორგი კობახიძე: პატიმრების წამებამ წინა ხელისუფლება გადაიყოლა!

გიორგი კობახიძე: პატიმრების წამებამ  წინა ხელისუფლება გადაიყოლა!

    პატიმრების წამება მიხეილ სააკაშვილის სავიზიტო ბარათი იყო და წინა ხელისუფლება ამან გადაიყოლა. განცხადება ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"  საბჭოს წევრმა  გიორგი კობახიძემ გააკეთა.

 

  მისი თქმით,   პატიმართა წამების გამოძიება აუცილებელია. კობახიძე ახადებს, რომ თუ ხელისუფლება პატიმართა წამების ფაქტებს არ გამოიძიებს, "ნაცმოძრაობის" მდგომარეობაში აღმოჩნდება.

"პატიმრების წამება მიხეილ სააკაშვილის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო და წინა ხელისუფლება ამან გადაიყოლა. სამწუხაროდ, ხელისუფლებებს მოკლე მეხსიერება ახასიათებთ და არც ახალი ხელისუფლებაა ამ მხრივ გამორჩეული. ამ დღეებში აღმოჩნდა, რომ ციხეებში პატიმრების წამება ისევ ხდება. თუ ხელისუფლება პრინციპული არ იქნება და წამების ფაქტების გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს, იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა მდგომარეობაშიც "ნაციონალური მოძრაობა" იყო", - განაცხადა კობახიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: