ირაკლი ალასანია: მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან გამოცოცხლებული რიტორიკა შევნიშნე!

ირაკლი ალასანია:  მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან გამოცოცხლებული რიტორიკა შევნიშნე!

   ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის. რაც  სამთავრობო დელეგაციამ განახორციელა ბრიუსელში და ბუნებრივია ჩვენ
ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს დასავლეთის ასეთ აქტიურ და ქმედით მხარდაჭერას ჩვენი გეგმების განხორციელებაში".  არნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიამ  რადიო "თავისუფლებას" ესაუბრა.


"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც სამთავრობო დელეგაციამ განახორციელა ბრიუსელში და ბუნებრივია, ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს დასავლეთის ასეთ აქტიურ და ქმედით მხარდაჭერას ჩვენი გეგმების განხორციელებაში და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას. მე ძალიან გამიხარდა, რომ შევნიშნე ბევრად უფრო გამოცოცხლებული რიტორიკა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულად, NATO-სთან დაკავშირებით და ასევე, იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც რუსეთის აგრესიული ქმედებებით მომდინარეობს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოფხიზლების ზარი შემოკრა როგორც საერთაშორისო, ისე ჩვენს შიდა პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: