ზაქარია ქუცნაშვილი: ვის ხელშიც არ უნდა იყოს გასაღები,ფარულ მოსმენებზე საზოგადოებრივი კონტროლი უნდა განხორციელდეს!

ზაქარია ქუცნაშვილი: ვის ხელშიც არ უნდა იყოს გასაღები,ფარულ მოსმენებზე  საზოგადოებრივი კონტროლი უნდა განხორციელდეს!

  "ჩვენ დრო იმაზე კი არ უნდა ვხარჯოთ, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ მსჯელობის საგანი უნდა იყოს ის, რომ ვის ხელშიც არ უნდა იყოს "გასაღები", ფარულ მოსმენებზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი განხორციელდეს". აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.


ქუცნაშვილის განცხადებით, საკითხის განხილვისას აქცენტი არ კეთდება  ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომლითაც უკანონო მოსმენის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს.

"ჩვენ დრო იმაზე კი არ უნდა ვხარჯოთ, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ მსჯელობის საგანი უნდა იყოს ის, რომ ვის ხელშიც არ უნდა იყოს "გასაღები", ფარულ მოსმენებზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მომისმენს უკანონოდ - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სტრუქტურა, კერძო კომპანია თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და შემდეგ რომელი მათგანი გამოაქვეყნებს უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებულ მასალას რომელიმე სოცილურ ქსელში?" - განაცხადა  ქუცნაშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: