პარტია"მომავალი საქართველო" მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს

პარტია"მომავალი საქართველო" მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს

   21 ნოემბერს პარტია"მომავალი საქართველო" მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც პარტიის ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, ამ საპროტესტო აქციით დედაქალაქის მერს და სხვა ჩინოვნიკებს შეახსენებენ,  რომ მათი და მათი ნათესავების გარდა დედაქალაქზე და ხალხის პრობლემების მოგვარებაზეც უნდა იზრუნონ.

 

  -"ყველას კარგად ახსოვს სულ რამოდენიმე თვის წინ მოსხლეობამ თბილისის მერად დავით ნარმანია აირჩია, კაცი რომელიც წინასაარჩევნოდ უამრავ დაპირებებს იძლეოდა მაგრამ როგორც ოცნებას სჩვევია ნარმანიამაც მოატყუა საზოგადოება თავისი გაინაღდა და ხალხი ფეხებზე დაიკიდა ნარმანიას მისვლისთანავე აქტიურად მოიკიდა მერიაში ფეხი ნეპოტიზმმა პროფესიონალიზმი არავის აინტერესებს ვიღას ახსოვს მოსახლეობისადმი მიცემული დაპირება ავარიულ სახლებს შევაკეთებთო, ბინათმოსარგებლეების პრობლემას გადავწყეტთ და თბილიში ჩასახლებულ დევნილებზეც ვიზრუნებთო მოკლედ ნარმანიას მიერ ხალხისადმი მიცემული და შეუსრულებელი დაპირებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს ხვალ 21 ნოემბერს პარტია"მომავალი საქართველო" მერიასთან გამართავს საპროტესტო აქციას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: