ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება უცხო ქვეყანას არ უნდა გადავცეთ!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება უცხო ქვეყანას არ უნდა გადავცეთ!

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეწინააღმდეგება ე.წ გასაღების არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ პროექტს და მათ "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაში ადანაშაულებს. 

  როგორც პრემიერმა განაცხადა, დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულია, რომ ე.წ გასაღებს შსს ფლობს.


  "ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, რადგან ეს საკითხი გახდა დიდი სპეკულაციის და მსჯელობის საგანი. ძალიან მარტივად არის სიტუაცია. რეალურად მსოფლიო, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო მოსმენების საკითხის რამდენიმე მოწყობას იცნობს - პირველი ეს არის, როცა ე.წ გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში, მეორე - შსს-ს ხელში, მაგრამ აქვს გარე კონტროლი. რაც შეეხება საქართველოს რეალობას, რა თქმა უნდა, მობილურ ოპერატორებთან ვერ და არ დარჩება, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან, მობილური ოპერატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას და მეორე, ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები. ეს არის დაუწერელი კანონი და ეს არის ჩვენი ვალდებულება - ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება გადავცეთ უცხო ქვეყანას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გვრჩება მეორე ვარიანტი, რაც აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს გასაღები, მაგრამ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც შემუშავებულია ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და მოვუწოდებ დეპუტატებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: