ლევან იზორია ე.წ "გასაღებთან" დაკავშირებით პრემიერის პოზიციას იზიარებს

ლევან იზორია ე.წ  "გასაღებთან" დაკავშირებით პრემიერის პოზიციას იზიარებს

   როგორც საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია აცხადებს, ე.წ გასაღებზე წვდომის მექანიზმის სამინისტროს მიღმა არსებობა  ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. არნიშნული განცხადება იზორიამ "იმედის" ეთერში გააკეთა.

   შსს-ს მინისტრის მოადგილე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებს.


"ვემხრობი პრემიერის პოზიციას - მან თქვა, რომ ეს იქნება პრობლემა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მეტსაც ვიტყვი, ეს იქნება პრობლემა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვაძლიერებთ სხვა სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობას და ვასუსტებთ ჩვენს კონტრდაზვერვით საქმიანობას, დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ როგორც ეროვნულ, ისე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას", - განაცხადა იზორიამ. "იმედის" ეთერში და აღნიშნა, რომ ის მოსმენებთან დაკავშირებით სამინისტროზე გარე კონტროლის მექანიზმების დაწესებას ემხრობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: