აქციას: "ეტლი ყველას ვისაც სჭირდება"
3 დეკემბერს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური აქცია პერფომანსი კეთდება. ფონდი "სიცოცხლის ხე" ახორციელებს აქციას: "ეტლი ყველას ვისაც სჭირდება".
"ჩვენ გადავკეთეთ რუსთაველის გამზირზე მიმდებარე პარკინგი და განვალაგეთ შეზღუდული პირთათვის განკუთვნილი ეტლები, ამ აქციით გვინდა მივიქციოთ ხალხის ყურადღება. საზოგადოების რეაქცია სხვადასხვანაირია, ზოგი დადებითად აფასებს აქციას ზოგი კი უარყოფითად" - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "ივერიონთან" საუბარში.