დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ზურაბ ბაიდაური დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ზურაბ ბაიდაური დააკავეს

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა , დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ააიპ "ახალციხის მელიორაციის" დირექტორი ზურაბ ბაიდაური დააკავა.

 

  როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში  ახალციხის  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ გადახდილი სარწყავი წყლის საფასური 33 070 ლარი, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა "ახალციხის მელიორაციის" საბანკო ანგარიშზე, თავად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

  აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 182-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: