ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა გაიმართება
ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა გაიმართება. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვამდეა ჩანიშნული.
სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ე.წ გასაღების თემაზე მომზადებული პროექტი იქნება.
სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 19.30 საათზე გაიმართება, 20.00 საათისათვის კი დაგეგმილია უმრავლესობის შეხვედრა.