ზურაბ აბაშიძე: კეთილი ინებოს მერიამ და მოაგვაროს მძღოლების პრობლემები
"მძღოლების გაფიცვა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება უშუალოდ ქლაქის მერიას ეხება", _ განაცხადა "ივერიონთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ.
"კეთილი ინებონ და მოაგვარონ შექმნილი პრობლემები! ახლა, როცა ხალხმა თავისუფლება შეიგრძნო, ხმის ამოღების აღარ ეშინიათ და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ. მოვუწოდებ ქალაქის მერიას, დააკმაყოფილოს მძღოლთა მოთხოვნები", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
როგორც ცნობილია, მძღოლები ხელისუფლბის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხოვენ. აბაშიძის თქმით, ხელისუფლება დეტალურად გაეცნობა მძღოლების პრობლემებს.
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. მათ 17-პუნქტიანი მოთხოვნები წარმოადგინეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ.