ვახტანგ ხმალაძე: მობილური ოპერატორებისთვის გასაღების გადაცემის შემთხვევაში კანონიერების პრობლემა იკვეთება!

ვახტანგ ხმალაძე: მობილური ოპერატორებისთვის  გასაღების გადაცემის შემთხვევაში კანონიერების პრობლემა იკვეთება!

   მობილური ოპერატორებისთვის  გასაღების მიცემის შემთხვევაში  უსაფრთხოებისა და მოსმენებზე კანონიერების კონტროლის პრობლემები იკვეთება. აღნიშნულ ანცხადებას  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ერთ ერტი კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ხმალაძე აკეტებს.

 
  "მობილურ კომპანიებთან დაკავშირებით არის სამი პრობლემა. პირველი ეს არის უსაფრთხოების პრობლემა, მეორე ეს არის კომპანიებს ისევე, როგორც ყველა სხვას, არანაირი სურვილი არ აქვთ ზედმეტი თავის ტკივილი გაუჩნდეთ. მესამე პრობლემა არის კანონიერების კონტროლის პრობლემა, როდესაც გასაღები იქნება არა ერთ ადგილას, არამედ სამას ადგილას. ეს ერთი ადგილი ამ შემთხვევაში არის აღმასრულებელი ხელისუფლების გარეთ მყოფი სახლმწიფო ორგანო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია",-განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ  დღეს უმრავლესობა ე.წ. გასაღების საკითხს პრემიერთან განიხილავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: