ნიკოლოზ მჟავანაძე: სახელმწიფოს პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გაუგებარია!

ნიკოლოზ მჟავანაძე: სახელმწიფოს პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გაუგებარია!

  ე.წ გასაღებთან დაკავშირებით  წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა გააჩნდეს. განცხადება ამის შესახებ  "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


"გაუგებარი იქნება ის, რომ საფრთხეში ჩავაყენოთ ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება  მათთვის ამ ფუნქციის ჩამოცილებითა და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მფლობელობაში არსებული მობილური კომპანიებისთვის გადაცემით. გაუგებარია განგაშის ატეხა იმ ხალხისგან, ვისაც  ცხრაწლიანი მოსმებნების პერიოდში ღრმად ეძინა და ამგვარი პროტესტი არ გასჩენიათ. თუ იმ ლოგიკით ვიმსჯელებთ - რადგან სააკაშვილის პერიოდში შსს-ს მიერ ხდებოდა მოსმენა და მის ხელთ არსებული რესურსების უკანონოდ გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ საერთოდ უნდა მოხდეს  შსს-ს გაუქმება,  იქიდან გამომდინარე, რომ  არსებობს საფრთხე მათი მხრიდან წინამორბედის მსგავსი პოლიტიკს გაგრძელების. რადგანაც შს ექს-მინისტრი და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დაკავებულნი არიან სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულების გამო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე უარი ვთქვათ.
ამასთანავე, გაუგებარია სახელმწიფოს პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. თუკი მთელი სამოქალაქო სპექტრიდან მხოლოდ სამი-ოთხი ორგანიზაცია იზიარებს ე.წ გასაღების სასამართლოსთვის და მობილური ოპერატორებისთვის წვდომის პოზიციას,  რატომ უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ორგანიზაციების პოზიციები გაზიარებული?
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა ემსგავსება ჭირვეული ბავშვების კაპრიზების და ხუშტურების დაკმაყოფილების სუბიექტს, მაშინ ავდგეთ და კონსტიტუციით ამ სამ ორგანიზაციას ვეტოს დადების უფლებაც მივანიჭოთ და ყველაფერს თავისი წერტილი დავუსვათ. არ შეიძლება,  რომ ქვეყანა და ეროვნული უსაფრთხოება ვიღაცების კაპრიზებს და ამბიციებს გადავაყოლოთ. ზოგს უკვირს, თუ  რატომ გვიწოდებენ "ნაციონალების" მიერ მართულ საზოგადოებას. თქვე დალოცვილებო, როცა ცხრა წელი ქვეყანაში ხდებოდა ტოტალური მოსმენები და შეიქმნა 28 000 პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილი  და ამაზე არ გქონიათ რეაქცია, ხოლო ახლა,  როდესაც  არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა  მოსმენების თუ სხვა მსაგავსი ქმედებების შესახებ, ამხელა აჟიოტაჟს ტეხთ, ისმის ლოგიკური კითხვა - ვის სამსახურში ხართ?" - განაცხადა მჟავანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: