ახალმა ხელისუფლებამ ნატოსთვის წარსადგენ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაზე იმუშავა

ახალმა ხელისუფლებამ ნატოსთვის წარსადგენ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაზე იმუშავა

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაცის სახელმწიფო სხდომა გაიმართა. სახელმწიფო სხდომა განახლებული შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა და მას ბიძნა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.


სხდომას კომისიის წევრებთან და ძალოვან მინისტრებთან ერთად ფინანსთა, ეკონომიკის, განათლებისა და ენერგეტიკის მინისტრები ესწრებოდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო დაზვერვის უფროსი გელა ბეჟუაშვილი.


სხდომაში მონაწილეობის თხოვნა უშიშროების საბჭოს მდივანსა და უზესანესი სასამართლოს  თავმჯდომარეს გაეგზავნათ, თუმცა არც ერთი მათგანი კანცელარიაში არ მისულა. 


"მნიშვნელოვანია ეროვნული სამუშაო გეგმა. კომისიის შემადგენლობაში შემავალ მინისტრებს, უწყებების წარმომადგენლებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, რათა დროულად დაიწყოს მუშაობა ნატოსთვის წარსადგენ ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაზე", - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიმა ალექსი პეტრიაშვილმა.


"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს",  _ განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სხდომის დასრულების შემდეგ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: