გიორგი ვოლსკი: ფრაქცია "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს ბესელია– ფოფხაძე–სესიაშვილის პროექტს!
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ შემუშავებულ პროექტს უფრო სრულყოფილად მიიჩნევს.
"ხმალაძის ვერსია კარგია, მაგრამ მეორე, რომელიც წარმოადგინეს ბესელია- ფოფხაძე-სესიაშვილმა, არის გაცილებით უფრო კარგი, სრულყოფილი, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელშეუხებლობასა და ადამიანის უფლებებს დაცვას შორის ბალანსს უზრუნველყოფს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ ვარიანტს", - აღნიშნა ვოლსკიმ.