უმრავლესობა ე.წ "გასაღებთან" დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ შეჯერდა
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების-რესპუბლიკელების ~"ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, მთავარია ფარული მოსმენების გასარები უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურებში.
ბერძენიშვილის თქმით, ვახტანგ ხმალაძის პროექტით სახელმწიფო სტრუქტურებიდან შერჩეულია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნია.
"გაიმართა ძალიან საქმიანი საუბარი, კამათი. თავთავიანთი არგუმენტები წარმოადგინეს ვახტანგ ხმალაძემ, ეკა ბესელიამ და პროექტის სხვა ავტორებმა. არის მცდელობა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისა. ამ წუთის მდგომარეობით რაიმე გადაწყვეტილება კანონპროექტების შეჯერების თვალსაზრისით, მიღებული არ არის. თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება. მთავარი და არსებითი არის ის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე პროექტში გასაღების მფლობელი არის სახელმწიფო სტრუქტურა. შემიძლია ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით გითხრათ, რომ მხარი დავუჭირეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის პროექტს და მის მოსაზრებებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.