სოზარ სუბარი: ემზარ კვიციანთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული!

სოზარ სუბარი: ემზარ კვიციანთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული!

   ემზარ კვიციანის მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, კვიციანის საქმეზე ისეთი შეთანხმება უნდა მოხდეს, რომელიც კვიციანის დამსახურებასაც გაითვალისწინებს. განცხადება ამის შესახე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარმა გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

"ემზარ კვიციანთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უნდა მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მის წარსულ დამსახურებას გაუსვამდა ხაზს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს ორ მხარეს შორის. ეს მხარები არის ბრალდებისა და დაცვის მხარეები. დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხების საფუძველი არსებობს და იმედი მაქვს მალე მოხდება. ეს არის ხელისუფლების პოზიცია", - აღნიშნა სუბარმა გადაცემა "რეაქციაში".


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: