ქეთი ბექაური: ემზარ კვიციანი კიდევ ერთხელ გაასამართლეს!

ქეთი ბექაური: ემზარ კვიციანი კიდევ ერთხელ გაასამართლეს!

  "დღეს ემზარ კვიციანი კიდევ ერთხელ გაასამართლეს უსამართლოდ სწორედ მათ, ვისაც ამის მორალური უფლება არ ჰქონდა"...- აღნიშნულ კომენტარს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი ქეთი ბექაური "facebook"-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:

  "მაშინ, როცა მსჯავრდებულ ემზარ კვიციანს წარდგენილი ბრალდებებიც საკმარისად აქვს და ღია ეთერით კიდევ დაუმატა სამი-ოთხი ბრალდება მავანმა და მავანმა, როგორ ფიქრობთ, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას მომავალ სასამართლოზე? ან კონკრეტულ მოსამართლეზე, რომელმაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, არამარტო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ შინაგანი რწმენითაც, რა რწმენა უნდა შეექმნას ამ გადაცემის ნახვის შემდეგ თუნდაც საზოგადოებას?

   იქნებ არ ღირდა ასე ნაჩქარევად კვიციანის თემის განხილვა, ან იქნებ აუდიტორია შერჩეულიყო მეტი სიფრთხილით, რომ ამდენი ტალახის სროლა არ მოესმინა ჩვენს მოქალაქეებს გისოსებს მიღმა მყოფ თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანზე, რომელიც იმედით ელოდება კიდევ ერთ სასამართლოს... იქნებ ვცდები კიდევაც ჩემს შეფასებებში, მაგრამ რატომღაც მომეჩვენა, რომ დღეს ემზარ კვიციანი კიდევ ერთხელ გაასამართლეს უსამართლოდ სწორედ მათ, ვისაც ამის მორალური უფლება არ ჰქონდა..." - წერს ბექაური.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: