პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.
იურიდიული კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ სასამართლოებს დაფინანსება შეუმცირდებათ, ხოლო იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებს ბიუჯეტი გაეზრდებათ. კანონპროექტი განსახილველად საპარლამენტო სესიას გადაეცემა.
"შეუძლებელი იყო ერთი კვირის დამტკიცებულ მთავრობას სრულყოფილი კანონპროექტი წარედგინა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ, აღნიშნული კანონპროექტი არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია და განსახილველად გადაეცა მომავალ საპარლამენტო სესიას", _ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.