ოთარ დანელია: ნარინჯისფერი რთველის წარმართვას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს!

ოთარ დანელია: ნარინჯისფერი რთველის  წარმართვას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს!

 საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.

 როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, საწარმოებში მანდარინის ჩაბარების მიზნით, ქალაქ ბათუმში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა.
შტაბის პირველ სხდომას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ გენგიური და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.
ოთარ დანელიამ და ზაურ ფუტკარაძემ შტაბის წევრებთან ერთად ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

საწარმოს, რომელშიც 500-მდე ადამიანია დასაქმებული დღე-ღამეში 300 ტონამდე ციტრუსის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.
კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მათ ასევე ექნებათ საშუალება ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ. მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად წარმართვას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს.

სუბსიდიის პროგრამაში უკვე ჩაერთო სამი კომპანია: შპს "GIAM გროუპ", შპს თჩF Gეორგია". სააქციო საზოგადოება "ქობულეთის ჩაი" სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის მიღებას 24 ნოემბრიდან დაიწყებს.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: