"დემოკრატიული მოძრაობა"-"ჩვენი მთავარი სლოგანია "დემოკრატია დღეს!"

"დემოკრატიული მოძრაობა"-"ჩვენი მთავარი სლოგანია "დემოკრატია დღეს!"

  "დემოკრატიული მოძრაობა" უკვე ექვსი წელია მის მიერ არჩეული კურსისა და დეკლარირებულ პრინციპების ერთგულია, უკომპრომისოდ იბრძვის ქვეყანაში რეალური დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის-აცხადებენ მოძრაობის წევრები.

   მათი თქმით-"დემოკრატიული მოძრაობა" უკვე ექვსი წელია მის მიერ არჩეული კურსისა და დეკლარირებულ პრინციპების ერთგულია, უკომპრომისოდ იბრძვის ქვეყანაში რეალური დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. პარტიამ, დაარსების დღიდან, თანმიმდევრული და შეუპოვარი ბრძოლით დაამტკიცა, რომ იბრძოდა ქვეყანაში ჩამოყალიბებული ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, არასოდეს გარიგებია ან შერიგებია მოძალადე ხელისუფლებას.

დღეს "გაერთიანებულ დემოკრატიული მოძრაობას" წარმოადგენენ ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესია ჩვენი ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, ფასეულობების დაცვა და ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისათვის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქართველო ვერასოდეს გახდება რეალურად დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარეშე.

   ჩვენი მთავარი სლოგანია "დემოკრატია დღეს!" და ჩვენ, ყველანი ერთად, შეუპოვარი ბრძოლით აუცილებლად მივაღწევთ ქვეყნისა და ერის გამთლიანებას, საერთაშორისო ურთიერთობებში ცივილიზებული და საქართველოს რეალურ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: