პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრის პარალელურად სოხუმში მიტინგები გაიმართება

პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრის პარალელურად სოხუმში მიტინგები გაიმართება

   დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ  რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას გეგმავს,  საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ხაჯიმბას თქმით, "შეთანხმება, პირველ რიგში, კოლექტიური თავდაცვის სისტემის შექმნას და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნაზიციის შესაძლებლობას გულისხმობს".

   -"ეს ჩვენი უსაფრთხოების ხანგრძლივი გარანტიაა. ასევე საქართველოსთან საზღვის ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობა გვექნება. კიდევ ერთი ასპექტი კი კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს ", – აცხადებს ხაჯიმბა.

შეხვედრის პარალელურად კი, სოხუმში მიტინგები გაიმართება, რადგან სოხუმსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი შეთანხმების ხელმოწერას აფხაზეთში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, 

   დილის 11 საათზე, ჩანბას სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოდანზე "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების მხარდამჭერები შეიკრიბებიან. აქციას "აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო" გამართავს.

 

   პარალელურად, 11 საათზე პოლიტიკური პარტია "ამცახარა" შეთანხმების გასაპროტესტებლად გამართავს მიტინგს. დოკუმენტის ხელმოწერის მოწინააღმდეგეები პარტიის სათაო ოფისთან შეიკრიბებიან. ისინი თვლიან, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ "აფხაზეთი საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაკარგავს".

 

   შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმეტი საქართველოში ანექსიის მცდელობად შეაფასეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: