ირაკლი ალასანია: პოლიკიტის კეთება ტალახის სროლით წარსულს უნდა ჩავაბაროთ!
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია აცხადებს "პოლიტიკის კეთება ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით, წარსულს უნდა ჩავაბაროთ", - მისი თქმით, პოლიტიკური ძალები იმაზე უნდა იყვნენ გადართული, რომ ვალდებულებები, რაც საზოგადოების წინაშე 2012 წელს აიღეს, შეასრულონ.
"მე დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების უდანაშაულობაში. რატომ გახდა აუცილებელი მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც არსად გაქცევას არ აპირებდნენ? რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემს მიერვე გადაგზავნილი საქმე? მე გამოძიების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობა მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს", - აცხადებს ალასანია.
წყარო: "კვირის პალიტრა"