"იურისტები პარაოლიმპიელთა მხარდასაჭერად" აქცია დაიწყო

"იურისტები პარაოლიმპიელთა მხარდასაჭერად"  აქცია დაიწყო

საქართველოს პარაოლიმპიური ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსი"  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად  გთავაზობთ: 


"სულ რამდენიმე დღეა, დაფუძნდა საქართველოს პარაოლიმპიური ფონდი. ფონდის პრეზიდენტის მამუკა მდინარაძის ინიციატივით, რომელიც ამავე დროს არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" ხელმძღვანელი, დაიწყო აქცია "იურისტები პარაოლიმპიელთა მხარდასაჭერად".
აქციის ფარგლებში, ხვალ, 2014 წლის 25 ნოემბერს, 20 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იურისტთა საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, ბილეთები ფილარმონიის სალაროებში იყიდება.
აქციის მონაწილე იურისტები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ღონისძიებები პარაოლიმპიელთა მხარდასაჭერად მიიღებს პერმანენტულ სახეს.
ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, ჩაერთონ აღნიშნულ ღონისძიებებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არიან სამაგალითონი და უდიდეს სტიმულს აძლევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებს",  - ნათქვამია განცხადებაში.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: