ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტელეკომუნიკაციების ინდიკატორების საერთაშორისო სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა შეუწყობს ხელს ინვესტორებს ინტერნეტ- ინფრასტრუქტურის შექნის პროცესში.
ღარიბაშვილის თქმით, , 2014 წელს მისი ინიციატივით დამტკიცდა კონცეფცია - "ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს".
"ეს კონცეფცია ითვალისწინებს მთელ ქვეყანაში ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას. ასეთი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოხდება ყველა დასახლებული ტერიტორიის ჩართვა მაღალი გამტარობის თანამედროვე ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში. მისი დანერგვის ერთ-ერთ მთავარი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ფართოზოლოვანი 30 მეგაბაიტი/წამში სიჩქარის ინტერნეტით მოცვა და მოსახლეობის 50 პროცენტის უზრუნველყოფა 100 მეგაბაიტი/ წამში სიჩქარის ინტერნეტით. საქართველოს მთავრობა ყველანაირად შეუწყობს ხელს ინვესტორებს ამ ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში და უზრუნველყოფს მათთვის ხელსაყრელ პირობებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.