გიორგი ახვლედიანი: აფხაზურ-რუსული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია!
ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გეგმავს, პირდაპირპროპორციულია იმ პასიურობისა, რაც საქართველოს პოლიტიკურ რეალობაშია. აღნიშნული განცხადება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
"ეს ხელშეკრულება ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან არასასიამოვნო რამ არის და პირდაპირპროპორციულად მეტყველებს იმ პასიურობაზე, რომელიც დღეს ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში არსებობს",-განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი, დღეს, სოჭში მოეწერება.
რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას.