შალვა ნათელაშვილი:-"მალე ლილოს ბაზრობა დაიხურება, ხალხი უმუშევარი დარჩება"

შალვა ნათელაშვილი:-"მალე ლილოს ბაზრობა დაიხურება, ხალხი უმუშევარი დარჩება"

   "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თავის მოსაზრებებს სოციალური ქსელით ამცნობს საზოგადოებას და წერს:

-"მზად ვარ ჩავიქოლო ამისთვის და ჯოჯოხეთშიც მოვხვდე მაგრამ ვერ დავეთანხმები ჩემს უსაყვარლეს პატრიარქს ამ მოსაზრებაში რადგან მიმაჩნია, რომ სჯობდა ბიძინა ივანიშვილს ტაძარი არ აეშენებინა და დარჩენილიყო ხალხისთვის ლეგენდარულ ქველმოქმედად ვიდრე 1. დაეფინანსებინა ვარდების რევოლუცია და მოეყვანა სააკაშვილი;

 2 გადაეგდო მთელი საქართველო და ლიდერად არჩეული გაქცეულიყო შოუმენად;

 3 მიეღო ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონი;

 4.დაეწყო სექსუმცირესობათა პროპაგანდისტული აქციები რუსთაველზე ქაშუეთთან;

 5. დაეარსებინა საქართველოში ახალი სოდომ-გომორი კაზანტიპი.ტაძარი ფორმაა ღმერთი სულია ისინი უნდა ჰარმონიაში იყვნენ ერთმანეთთან,უფალი ისე აღესრულა რომ ტაძარი არ აუშენებია და არც დაუბარებია მაინც და მაინც აშენეთო,პირიქით სავაჭრო დახლები დაურბია ტაძარში ებრაელებს,ვფიქრობ უმაღლესმა სამღვდელოებამ უნდა დაანებოს თავი მდიდართა კურთხევა-ლობირებას და მიხედოს ამდენ ვაებაში ჩავარდნილ ხალხს მათ არ ესწავლებათ უფლის ვერდიქტი-როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსწის ყუნწში ისე მდიდარი ვერ მოხვდება სამოთხეში".

   ამავე დროს "კვირის ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: 

- "ივანიშვილს უკვე დაუმთვარებია "კარფურის" მშენებლობა, ეს არის უზარმაზარი ქალაქი ქალაქში. მალე ლილოს ბაზრობა დაიხურება, ხალხი უმუშევარი დარჩება, კონკურენციას ვერ გაუძლებს და აეწყობა ივანივილის ბიზნესი. ლილოს ბაზრობას გვერდზე აუშენა, რომ ის გაკოტროს. ეს კაცი ეკონომიკურ ალყაში აქცევს თბილისსა და საქარველოს. დიახ, "ივანიშვილმა "კარფური" ლილოს ბაზრობას გევრდზე იმიტომ აუშენა, რომ გააკოტროს!"

 

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Amazing forum posts, Regards. casino en ligne Regards! Quite a lot of content! casino en ligne Seriously loads of beneficial facts. meilleur casino en ligne Many thanks. I value it. casino en ligne France Thanks! I value it. casino en ligne Really plenty of awesome information. casino en ligne Cheers, Lots of information! casino en ligne Nicely voiced indeed! . casino en ligne You made your stand very clearly!! casino en ligne You said it nicely.. casino en ligne France

Facebook კომენტარები: