ლევან იზორია:-"ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება კანონიერი მოსმენებია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ"

ლევან იზორია:-"ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება კანონიერი მოსმენებია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ"

   -"ე.წ. გასაღები შსს-დან არ უნდა გამოვიდეს!"-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილე ლევან იზორია გაზეთ "ვერსიასთან". მისივე თქმით, პირველი გასაღები ყველგან აქვს აღმასრულებელს, მეორე ან პროვაიდერს ან სასამართლოს.

   -''როცა საზოგადოებას რაღაც მოდელს სთავაზობ , მით უმეტეს, მოსმენების თემაზე, მის ეფექტურობაში, მინიმუმ თავად უნდა იყოს დარწმუნებული. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება კანონიერი მოსმენებია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ამ დისკუსიას თვალს ვადევნებ და ერთადერთი არგუმენტი მესმის - შსს-ს ""გასაღები"" არ უნდა ჰქონდეს და მორჩა! ეს კი არასერიოზულია.

   მიკვირს როგორ არ გაჩნდა იდეა, ერთი "გასაღები" ბარემ ჟურნალისტებისთვის გადაგვეცა"-განაცხადა ლევან იზორიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: