ზვიად ძიძიგური: ლევან ბეჟაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი

ზვიად ძიძიგური: ლევან ბეჟაშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი

"საპარლამენტო  უმცირესობის  მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, ბოიკოტის ნაცვლად უმრავლესობასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ", _ განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.


 მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დაუფიქრდნენ საკუთარ ქმედებებს. "უმცირესობის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი კანდიდატის მიმართ უნდობლობის გამოცხადება გახდა.  მათ იმის გამო დატოვეს სხდომა, რომ  იუსტიციის საბჭოს წევრად წარმოდგენილი ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა ჩავარდა. ბეჟაშვილი ჩვენთვის მიუღებელი კანდიდატია, რადგან მას ბევრი დანაშაული და კანონდარღვევა აქვს ჩადენილი", _  აღნიშნა ძიძიგურმა.


მისივე განმარტებით, პროცედურულად უმცირესობას  ახალი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: