ნოდარ ხადურის ნაცვლად, პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა

ნოდარ ხადურის ნაცვლად, პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა

საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების საკითხს განიხილავენ.

საკითხი ორი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს უნდა გაეტანა, თუმცა, მის ნაცვლად პარლამენტში მოადგილე გიორგი კაკაურიძე მივიდა.


კაკაურიძემ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის დაუსწრებლობის მიზეზი  განმარტა და აღნიშნული მოულოდნელად დაგეგმილ შეხვედრებს დაუკავშირა.


"სამწუხაროდ, ფინანსთა მინისტრს გამოუჩნდა შეხვედრები. საქართველოში ჩამოსული არიან აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრები დაიგეგმა, რომელსაც არ ველოდებოდით, ამიტომ მინისტრმა მოსვლა ვერ შეძლო", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: