გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მოადგილის, გიორი კაკაურიძის განცხადებით მიმდინარე 9 თვეში ქვეყანაში 5,9% ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.


"ჩვენ ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული გვქონდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნებოდა 5 პროცენტი. 9 თვის შედეგებით, ეკონომიკური ზრდა არის 5,9 პროცენტის ფარგლებში. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ გადაჭარბებით, 5 %-ზე მაღალი იქნება წლიური ეკონომიკური ზრდა. ეს აისახება როგორც საგადასახადო შემოსავლებში, ისე მთლიანად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", - განაცხადა კაკაურიძემ.

  კაკაურიძის განცხადებით, რაც შეეხება  დამატებული რირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვებს, ამ კუთხით ბოლო პერიოდში  ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული.

"13 %-ზე მაღალი იყო დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. გამოვყოფ ორ სექტორს: სოფლის მეურნეობა, სადაც 30 %-ზე მეტი იყო ზრდა და მშენებლობა, სადაც 30,5%- იყო დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების ზრდა. მშენებლობა გასულ წელს იყო ის სექტორი, სადაც კლება დაფიქსირდა და რამაც თავისი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე. წელს 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში", - აღნიშნა კაკაურიძემ.

"რაც შეეხება მთლიანად კერძო სექტორს, დაახლობით 36 %-იანი ზრდა გვაქვს კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არამედ როგორც შიდა, ისე გარეწყაროებიდან შემოსული ინვესტიციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ გაზრდილია დაკრედიტებაც. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ამ კუთხით მაღალი ორჯერ მეტი ზრდა გვაქს, ვიდრე ეს გასულ წელს იყო და ხუთჯერ მეტი, ვიდრე 2012 წელს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული მიმართულება, არამედ ამ სექტორმა ინტერესი გააჩინა კომერციულ ბანკებშიც - კომერციული ბანკები გაცილებით მეტ სესხებს გასცემენ სოფლის მეურნეობის დარგში, ვიდრე ეს იყო თუნდაც გასულ წელს", -განაცხადა კაკაურიძემ.
 

   გასულ 9 თვეში, შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელმა 3,8 პროცენტი შეადგინა.

"რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს - ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი დაგეგმილი გვაქვს 3,5 პროცენტის ფარგლებში. 9 თვის მონაცემებით, დეფლატორის მაჩვენებმა შეადგინა 3,8 პროცენტი, ვფიქრობთ, რომ ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე სწორედ იმ პარამეტრში უნდა ჩაჯდეს ყველაფერი, რაც დაგეგმილია ბიუჯეტთან ერთად. როგორც იცით, 2011, 2012 და 2013 წლებში ინფლაციის მაჩვენებელი იყო ან 0-თან ძალიან ახლოს, ან პირიქით, უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა. წლევანდელი წელი ამ მხრივაც გამონაკლისია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გარკვეულწილად ზრდის ტენდენციით ხასიათდება", - განაცხადა ფინანთა მინისტრის მოადგილემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: