თინა ხიდაშელი: რა საოცარია , როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და რაულ ხაჯინბას სწორობისკენ გაგირბის თვალი და გული!

თინა ხიდაშელი: რა საოცარია , როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და რაულ ხაჯინბას  სწორობისკენ გაგირბის თვალი და გული!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის თინა ხიდაშელისთვის გაუგებარია, რატომ გაუჩნდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან თანასწორობის სურვილი.

"აი იმას როგორ აკეთებთ ხოლმე ორი ამბის კოლაჟი ფოტოსავით ერთად რომ დევს პუტინი მსოფლიო ლიდერებს რომ გაურბის და ხაჯინბასთან რომ იდილია აქვს ამ ორი ამბის ერთად დადება მინდა :))))
რა საოცარია არა როდესაც ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და მაინც ხაჯინბას ტოლობის და სწორობისკენ გაგირბის თვალი და გული
რა სამწუხაროა".

ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: