სევდია უგრეხელიძე: შესყიდვების და ტენდერების საკითხი ძალიან მძიმედ არის!

სევდია უგრეხელიძე: შესყიდვების და ტენდერების საკითხი ძალიან მძიმედ არის!

  სევდია უგრეხელიძე დედაქალქის მერიაში ტენდერების სისტემატურ ჩავარდნაზე საუბრობს.

  "შესყიდვების და ტენდერების საკითხი ძალიან მძიმედ არის. შესაბამისი სამსახურის უფროსის მიმართ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდერები ვარდება. საქმე გამუდმებით გამარტივებულ შესყიდვებთან გვაქვს. თქვენ გესმით, რომ სწორედ გადახარჯვის გამო თავდაცვის სამინისტროში ხალხი დაიჭირეს. მაქვს შიში, რომ სულ მალე თბილისის მერიას სამართალდამცავი ორგანოები მიადგებიან იმ შესყიდვების გამო, რომელსაც ისინი დღეს გამარტივებული სახით აწარმოებენ. იმიტომ, რომ ტენდერების ჩატარებას თავს ვერ ართმევენ და ტენდერები ეშლებათ.ალბათ, იქ ხალხს საქმეს აღუძრავენ და ბრალდებულებიც გვეყოლება", - განაცხადა უგრეხელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: