თენგიზ ფხალაძე: ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია!

თენგიზ ფხალაძე: ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია!

   საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის პრეზინდენტი, ანდრის ბერზინში ეწვევა. აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.


"2009 წლის შემდეგ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. გარდა ამისა, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც საპროტოკოლო იერარქიაში დგას ყველაზე მაღლა და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ვიზიტის მნიშვნელობას. ჩამოდის წარმომადგენლობითი დელეგაცია. პრეზიდენტის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჩამოდის 80-მდე ბიზნესმენი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


 ფხალაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თბილისში და ბათუმში. დაგეგმილია რამდენიმე უწყებათაშორისო ხელშეკრულების გაფორმებაც.

"ჩამოდის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მომავალი წლიდან ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამ ვითარებაში ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: