თენგიზ ფხალაძე: რუსეთის მიერ აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმება ძალიან ცუდია!
ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ხმამაღლა განგვეცხადებინა პრობლემატიკის შესახებ და საქართველოს მხარდასაჭერი არაერთი განცხადება გაკეთდა საერთაშორისო ტანამეგობრობიდან, როგორც ორმხრივ, ასევე ცალმხრივ ფორმატში.განცხადება ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.
ფხალაძის განცხადებით, ის, რომ რუსეთის ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებას, თავისთავად ძალიან ცუდი ნაბიჯია, რომელიც ხელს არ შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ის არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ინტერესებში შედის.
არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ინტერესებში შედის
"მას შემდეგ, რაც ეს შეფასებული იქნა როგორც ანექსიის მცდელობა, გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა. ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ძალიან ხმამაღლა გაგვეცხადებინა პრობლემატიკის შესახებ და გაკეთდა არაერთი განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობიდან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს მხარდასაჭერი. ის, რომ რუსეთის ფედერაცია აფორმებს ამ ხელშეკრულებას, არის თავისთავად ძალიან ცუდი, რომელიც არანაირად ხელს არ შეუწყობს არც ვითარების განმუხტვას და ეს არ შედის არც თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის ინტერესებში", - განაცხადა ფხალაძემ.
როგორც თენგიზ ფხალაძე აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი გააქტიურებს საერთაშორისო ძალისხმევას, ჩართულობას. ფხალაძე აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტა მძიმე პროცესია, რომელსაც დიდი აქტივობა სჭირდება.
"ხაზგასმით იქნა აღნიშნული არა მხოლოდ ამ ნაბიჯის დაუშვებლობა, არამედ ის, რომ არ შეიძლება მოხდეს ამ ხელშეკრულების სამართლებრივად აღიარება. გარდა ამისა, გაძლიერდება ის საერთაშორისო აქტივობა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს პრობლემის გადაწყვეტამდე", - განაცხადა ფხალაძემ.
"პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს არის 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელება. საქართველოს ძალისხმევას მიმართავს, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა არა მხოლოდ სოხუმის და ცხინვალის, არამედ მთლიანად იმ კონცეფციისა, რომელსაც ავითარებს რუსეთის ფედერაცია", - განაცხადა ფხალაძემ.