"ნაციონალური მოძრაობა" ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსირების მცდელობაზე მომზადებული რეზოლუციის განხილვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსირების მცდელობაზე მომზადებული რეზოლუციის განხილვას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის თაობაზე მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვას ითხოვს. აღნიშნული რეზოლუციის სესიის დღის წესრიგში გათვალისწინების მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით პარლამენტის ბიუროს სხდომაში მონაწილეობას გიგი წერეთელი და ტარიელ ლონდარიძე იღებენ.

რეზოლუციის პროექტი 9 პუნქტისგან შედგება და საქართველოს მთავრობის მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებს შორის დასახელებულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, ასევე კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმება.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაახლოებით 2 კვირის წინ დაარეგისტრირა.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: