პაატა დავითაია: უნდა დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც ანექსიას უწყობს ხელს!

პაატა დავითაია: უნდა დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც ანექსიას უწყობს ხელს!

  დღეს საქართველოს ანექსიის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ განცხადებას "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავიტაიამ გააკეთა.

 

  მისი ტქმით,  აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება გარდამავალი ეტაპია, რომ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი  შემდგომ რუსეთის სუბიექტები გახდნენ.

 
  "მინდა, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სწრაფად შეიმუშაოს სტრატეგიული მიდგომა. პირველი: შემუშავდეს მიმართვა აფხაზი ხალხის მიმართ, რათა მათ იცოდნენ, რომ რუსეთის ფედერაციაში მათი შესვლა თვითმყოფადობის დაკარგვას ნიშნავს. მეორე: მთავრობამ  ამ ქმედებების სამართლებრივი შეფასება სწრაფ რეჟიმში დაიწყოს. ვწუხვარ, რომ წინა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩემი რჩევები და სეპარატისტთა ლიდერებზე სამართლებრივი სანქციები არ გაიცა. რაულ ხაჯიმბა, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობდა, ახლა ე.წ. პრეზიდენტია და ხელს აწერს ხელშეკრულებას. ის რომ თავის დროზე სანქცირებული ყოფილიყო, დღეს ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით. ახლანდელ ხელისუფლებას მინდა მოვუწოდო, ნუ მიდიან იმ შეცდომების გზით, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა. ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც ანექსიას უწყობს ხელს. ამასთან, სეპარატისტთა ლიდერებზე სანქციები გაიცეს და ისინი ინტერპოლს გადასცენ. სხვა სამართლებრივი გამოსავალი ამის შეჩერებისა არ არის", - განაცხადა დავითაიამ.


დავითაიამ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლოიალურმა მიდგომამ განაპირობა დღევანდელი მდგომარეობა. ამასთან, პაატა დავითაია ვარაუდობს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ანექსიით არ დაკმაყოფილდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: