ჯაბა სამუშია: ასეთი პროგრამული ბიუჯეტი დედაქალაქს არასოდეს ჰქონია!
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ჯაბა სამუშიამ აქცენტი დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ორ მთავარ მიმართულებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი პროგრამული და ამასთან 800 მილიონიანი ბიუჯეტი ქალაქს არასდროს ჰქონია.
"საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები იმ ადამინების დაზღვევასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ",-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ქონების მართვისა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ყველა ფრაქციების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და ინიციატივები განიხილება.
შემაჯამებელ დასკვნას ჯაბა სამუშია კოლეგებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გააცნობს, რის შემდეგაც დოკუმენტი უკვე დედაქალაქის მერიას დაუბრუნდება.
დედაქალაქის მერიას 10 დეკემბრადე აქვს ვადა, რათა ბიუჯეტის საბოლოო ვარინტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარუდინოს.