თეა წულუკიანი: პუტინის მთავრობა აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ!

თეა წულუკიანი: პუტინის მთავრობა აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ!

პუტინის მთავრობა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ის ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაცაა დაგეგმილი აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. აღნიშNულ განცხადებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  აკეთებს 

 

  მისი თქმით ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებას, მნიშვნელობა არ აქვს,  ვინ იქნება ხელისუფლებაში.

"პუტინის მთავრობა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. ის ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაცაა დაგეგმილი აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი ხალხი არასდროს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ შეეგუება ამას. საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენმა პარტნიორებმა, დასავლეთმა შესაბამის ღონისძიებებს მიმართონ, რათა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შეჩერდეს. იქიდან გამომდინარე, რომ რადგან სახეზეა უკრაინის მაგალითი, არ არის გამორიცხული, რუსეთმა მომავალშიც გააგრძელოს აგრესიული პოლიტიკა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 წულუკიანი აცხადებს, რომ  საქართველოს ჰყავს გონიერი ხელისუფლება, რომელიც "არაფერს გააკეთებს გაუფრთხილებლობით".

"ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველო დღეს არის ძლიერი სახელმწიფო, ჰყავს ძლიერი და ამავე დროს გონიერი მთავრობა, რომელიც, ერთი მხრივ, არაფრით შეეგუება რუსეთის აგრესიულ პოლიკას, მაგრამ მეორე მხრივ, არაფერს გააკეთებს გაუფრთხილებლობით, ისე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და ქართველი ხალხი დაზიანდეს. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. თქვენ ნახეთ, რომ 2 წლის განმავლობაში უკომპრომისო, მაგრამ გონივრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობაა, ჩვენი ქვეყანა ვითარდება. ამავე დროს ვმუშაობთ იმაზე, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, ერთ დღესაც გავაერთიანოთ ქვეყანა, დავიბრუნოთ ის ხალხი და ტერიტორიები, რომლებიც დღეს ძალით შექმნილი საზღვრებს იქითაა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: