ლაშა ჩხარტიშვილი გარევაჭრობის ლეგალიზებას ითხოვს

ლაშა ჩხარტიშვილი გარევაჭრობის ლეგალიზებას ითხოვს

გარემოვაჭრეებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, ქუჩაში ვაჭრობა ლეგალური გახდეს და ამას ცივილური ფორმა მიეცეს.


გარემოვაჭრეების უფლებებს აქციაზე "გრინფისის" მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე  ლაშა ჩხარტიშვილი იცავდა.


როგორც  საინფორმაციო სააგენტო "ივერიონს" ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მას მომზადებული აქვს პროექტი, რომელიც გარევაჭრობის ლეგალიზაციას ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, ის მოითხოვს, გარევაჭრობას ცივილური ფორმა მიეცეს, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც ეს საქმიანობა ნებადართული იქნება და მოვაჭრეებს დაუწესდეთ ყოველდღიური გადასახადი, რაც საქართველოს ბიუჯეტსაც ახეირებს.


"უკვე წლებია გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. გიგი უგულავამ წინასაარჩევნო პერიოდში მოვაჭრეების გულის და ხმების მოსაგებად არაოფიციალურად ნება დართო ქუჩაში ვაჭრობაზე, თუმცა არჩევნების შემდეგ განაწყენებულმა მერმა ჯავრი იყარა მათზე და დაიწყო მათი საქმიანობის აკრძალვა", _ განაცხადა ჩხარტიშვილმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ ახალ პროექტს მხარს დაუჭერს ახლად არჩეული საპარლამენტო უმრავლესობა.


გარემოვაჭრეები საკუთარი საქმიანობის ლეგალიზაციის მოთხოვნით აქციას საკრებულოს შენობასთან ხვალაც გამართავენ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: