ვახტანგ ძაბირაძე: კანადაში ბოკერია-ალასანიას შეხვედრა ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა!

ვახტანგ ძაბირაძე: კანადაში ბოკერია-ალასანიას შეხვედრა ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა!

  კანადაში ბოკერია-ალასანიას შეხვედრა ხელის ჩამორთმევით არ შემოიფარგლებოდა. აღნისნული განცხადება ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

 მისი თქმით, მათ შორის შიდა პოლიტიკური საკითხების განხილვა გარდაუვალი იქნებოდა.


 "მათ შორის საუბარი აუცილებლად შედგებოდა, სხვანაირად გამორიცხულია, რადგან ორივე ერთი ქვეყნიდან არიან, ერთად იქნებიან იქ. რაც შეეხება რაიმე ტიპის შეთანხმებას, ეს ბოკერიასა და "ნაციონალურ მოძრაობას", ცხადია, აწყობთ, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს,რადგან ის არ აწყობს ალასანიასა და მის გუნდს. რაიმე ტიპის შეთანხმებას გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. ეს არ არის ისეთი რთული საკითხი, რომ ალასანია ვერ ხვდებოდეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, როგორი კონფიდენციალურიც არ უნდა იყოს შეხვედრა, საქართველოში ის მაინც გამჟღავნდება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ .

 

 

წყარო: "პრაიმტაიმი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: