ირინე იმერლიშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!
ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. აღნიშნულ განცხადებას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი აკეთებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება.
"ამაზე ვთანხმდებით როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი, თავისი განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ მიიღო. ასევე საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი. შესაბამისაად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან საუბრები, ახსნა. კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა და კიდევ უფრო მეტი საუბრები უნდა იყოს, რათა მათთვის იყოს გასაგები, რა მოხდა ამ შემთხვევაში. მეორე მხრივ კი, მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.