დავით უსუფაშვილი: საქართველოს მოქლაქეები არასოდეს შევეგუებით იმას, რაც სურს რუსეთს!
საქართველოს მოქლაქეები არასოდეს შევეგუებით იმას, რაც სურს რუსეთს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ თქვას, რომ არ ჩაერთვება ამ პროცესში. საქართველოს მთელმა მოსახლეობამ რაც შეიძლება მყარად და მტკიცედ უნდა განვუცხადოთ ყველას, პირველ რიგში კი აგრესორს, რომ მისი ეს ნაბიჯები არის მარცხისთვის განწირული და რომ ჩვენ, ქართველები, საქართველოს მოქალაქეები არასდროს არ შევეგუებით იმას, რაც სურს რუსეთს. ჩვენ შევეგუებით მხოლოდ იმას, რაც გვსურს ჩვენ და რაც ენდომება აფხაზ ხალხს, როცა მათ ექნებათ თავიანთი სურვილის თავისუფლად გამოთქმის და აღსრულების შესაძლებლობა",- განაცხადა უსუფაშვილმა.